Loader Image Loader Image

სამთავრო - ახალი პრემიალური ღვინო „თელიანი ველი“-სგან.

post-image

„თელიანმა ველმა“ 2018 წლის მიწურულს მომხმარებელს ახალი პრემიალური ღვინო „სამთავრო“ შესთვაზა.  ღვინის პრეზენტაციას ღვინის ბარმა „8000 მოსავალი“ უმასპინძლა. მოწვეულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ „სამთავროს“ რჩეული ღვინოები და გასაუბრებოდნენ კომპანია „თელიანი ველის“ მთავარ მეღვინეს თემურ დაქიშვილს. „სამთავროს“ წარდგენის ღონისძიებას 8000 მოსავალის, საქართველოს სომელიეთა ასოციაციისა და WSET-ის სერტიფიცირებული სომელიე ზაზა გრიგალაშვილი გაუძღვა.

დასახელება "სამთავრო" ხაზს უსვამს ბრენდის ფასეულობებს და თავისი მნიშვნელობით  პროდუქტის მაღალ ხარისხს გამოხატავს. სწორედ ამის მიხედვით შეიქმნა ბრენდის ვიზუალი, მთავარი და მცირე გერბები. ერთ-ერთი მთავარი ვიზუალური ელემენტი კი კოშკის მეტაფორაა. „სამთავრო“ სამ ღვინოს აერთიანებს- საფერავი რეზერვი, თელიანი რეზერვი და მწვანე დაძველებული მუხაში. თითოეული მათგანი ქართულ ტრადიციულ სამთავრო კოშკს გამოხატავს. კონცეფციასა და დიზაინზე სააგენტომ „More Studio” იმუშავა. დიზაინერებმა ჩვენს მეღვინეებთან ერთად მაღალი ხარისხის ბოთლი და საცობი სპეციალურად შეარჩიეს, ვინაიდან ღვინოს ხანგრძლივი დავარგების პოტენციალი გააჩნია. ასევე შეიქმნა სასაჩუქრე შეფუთვები.

საფერავი რეზერვი დამზადებულია გვიან შემოდგომით მოწეული საფერავის საუკეთესო მტევნებიდან. ღვინო დავარგებულია ფრანგული მუხის კასრებში 12 თვის განმავლობაში.ინტენსიური და  დაბალანსებული ტანინები განაპირობებს ღვინის ხანგრძლივ და ეგზოტიკურ დაბოლოებას.

ადგილწარმოშობის დასახელების, წითელი მშრალი ღვინო „თელიანი რეზერვი“ დამზადებულია კახეთში, თელიანის მიკრო ზონაში მოწეული კაბერნე სოვინიონის ჯიშის რჩეული ყურძნისაგან. ღვინო დავარგებულია მუხის კასრებში 12 თვის განმავლობაში, რაც განაპირობებს გემოს იდეალურ ბალანსს, ხავერდოვან ტანინებსა და სავსე სხეულს.

„მწვანე დაძველებული მუხაში“, დამზადებულია მწვანის ჯიშის რჩეული ყურძნისაგან. ღვინო დავარგებულია ფრანგული მუხის კასრებში 6 თვის განმავლობაში. გამოირჩევა ვანილის, დაშაქრული თხილის, მუსკატის კაკლისა და დარიჩინის კომპლექსური არომატებით.

„სამთავროს“ შეძენა ღვინის მოყვარულებისათვის ღვინის სპეციალიზირებულ მაღაზიებსა და სუპერმარკეტებში უკვე შესაძლებელია.

Teliani Valley has been awarded a Best in Show medal in the Decanter World Wine Awards 2020

სიახლეები

left right
post-image

თელიანი ველის კიდევ ერთი წარმატება ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო კონკურსზე

arrow
post-image

კომპანიამ “თელიანი ველი“ „OPIC“-საგან 2 მილიონი დოლარის ოდენობით დაფინანსება მიიღო.

arrow
post-image

„თელიანი ველის“ ახალი პროდუქტი - „გლეხურის“ სერიის პრეზენტაცია.

arrow
post-image

„თელიანი ველის“ ჯილდოები ღვინის მსოფლიო საერთაშორისო გამოფენაზე - დეკანტერი!

arrow
post-image

„თელიანი ველი“ ღვინის და სპირტიანი სასმლის საერთაშორისო კონკურსიდან განსაკუთრებული ვერცხლის და ბრინჯაოს მედლებით დაბრუნდა.

arrow
post-image

„ თელიანი ველის“ წინანდალმა Wine Spectator - ისგან, ქართულ ღვინოებს შორის, უმაღლესი 88 ქულა დაიმსახურა!

arrow
post-image

"თელიანი ველის" ღვინოებმა კონკურსზე International Wine Challenge (IWC) 2014 -ზე ვერცხლის მედლები დაიმსახურა.

arrow
post-image

„თელიანი ველი“ 2014 წლის ღვინის და სპირტიანი სასმლის საერთაშორისო კონკურსიდან ორი ვერცხლითა და ოთხი ბრინჯაოს მედლით დაბრუნდა .

arrow
post-image

„თელიანი ველი“ ღვინის საერთაშორისო დაჯილდოებაზე - Decanter 2014

arrow