“შეუზღუდავი შესაძლებლობები ერთად”
სოციალურ აქციებს საფუძველი 2007 წელს ჩაეყარა. მაშინ, როდესაც „თელიანი ველის“ ორგანიზებით, შარდენის ქუჩაზე, ღვინის ფესტივალის ფარგლებში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებმა და მოზარდებმა თეატრალური წარმოდგენა “დიონისია“ დადგეს. ტრადიცია არც ამჯერად დარღვეულა, კომპანიამ “თელიანი ველი” სოციალური აქცია თბილისში მდებარე ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლ “სათნოებაში” განახორციელა. აქცენტი ბავშვთა განათლებასა და მათ სოციალურ აქტიურობაზე გაკეთდა. მარტის თვეში “სათნოების “ აღსაზრდელებს ხატვის გაკვეთილები მათთვის საყვარელმა მხატვარმა, ზაალ სულაკაურმა ჩაუტარა, რისი ხარჯებიც კომპანიამ დაფარა. ბავშვებმა სააღდგომო თემატიკის ნახატები შეასრულეს.
საუკეთესო ნამუშევრების მიხედვით კომპანიამ სააღდგომო მისალოცები და საფოსტო ბარათები დაამზადა. სწორედ ამ მისალოცებით მიულოცა კოპანიამ თავის მეგობრებსა და კლიენტებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული. საქველმოქმედო პროექტი სააღდგომოდ არ დასრულებულა.”თელიანი ველის” ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით,ბავშვთა სახლის “სათნოების” აღსაზრდელებს მთელი წლის განმავლობაში შეასწავლიან ცეკვას, ფეხბურთსა და კინგბოქსინგს, ხოლო პედაგოგების ანაზღაურებას, მთლიანად კომპანია “თელიანი ველი” უზრუნველყოფს.
Teliani Valley has been awarded a Best in Show medal in the Decanter World Wine Awards 2020
სიახლეები
თელიანი ველის კიდევ ერთი წარმატება ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო კონკურსზე
კომპანიამ “თელიანი ველი“ „OPIC“-საგან 2 მილიონი დოლარის ოდენობით დაფინანსება მიიღო.
„თელიანი ველის“ ახალი პროდუქტი - „გლეხურის“ სერიის პრეზენტაცია.
„თელიანი ველის“ ჯილდოები ღვინის მსოფლიო საერთაშორისო გამოფენაზე - დეკანტერი!
„თელიანი ველი“ ღვინის და სპირტიანი სასმლის საერთაშორისო კონკურსიდან განსაკუთრებული ვერცხლის და ბრინჯაოს მედლებით დაბრუნდა.
„ თელიანი ველის“ წინანდალმა Wine Spectator - ისგან, ქართულ ღვინოებს შორის, უმაღლესი 88 ქულა დაიმსახურა!
"თელიანი ველის" ღვინოებმა კონკურსზე International Wine Challenge (IWC) 2014 -ზე ვერცხლის მედლები დაიმსახურა.
„თელიანი ველი“ 2014 წლის ღვინის და სპირტიანი სასმლის საერთაშორისო კონკურსიდან ორი ვერცხლითა და ოთხი ბრინჯაოს მედლით დაბრუნდა .
„თელიანი ველი“ ღვინის საერთაშორისო დაჯილდოებაზე - Decanter 2014