Loader Image Loader Image

მუკუზანი _ საუკეთესო გემო

post-image

 

საერთაშორისო ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების  კონკურსებზე გამარჯვებულებს შორის  კვლავ “თელიანი ველის” წითელი  მშრალი ღვინო  “მუკუზანი” ლიდერობს. რამდენიმე დღის წინ ლონდონში ჩატარებულ ღვინის საერთაშორისო კონკურსში “მუკუზანი” კომპეტენტურმა ჟიურიმ ბრინჯაოს მედლით დააჯილდოვა. ასევე ბრინჯაოს მედალი  მიანიჭეს კომპანია  “თელიანი ველის” მეორე წარგზავნილ ღვინოს “საფერავს”.  “თელიანი ველი”-სთვის ლონდონში ჩატარებული სხვა კონკურსებიც წარმატებული იყო. ”International  Wine Challenge”- ის კონკურსზე  2006 წელს ჩამოსხმულმა “მუკუზანი” და “წინანდალი” ვერცხლის მედლებით დაჯილდოვდა. სპეციალური სიგელები გადაეცათ 2007 წლის  “ცოლიკაურს” და “კაბერნე საფერავს”. ისევ ლონდონი. ამჯერად “DECANTER” ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო კონკურსი, რომელიც აპრილში ჩატარდა. კომპეტენტური ჟიურის გადაწყვეტილებით კონკურსზე წარმოდგენილი  “თელიანი ველის” 2008 წლის “შარდონე-რქაწითელი” და  2007 წლის “წინანდალი” ბრინჯაოს მედლებით, ხოლო 2007 წლის “საფერავი” სპეციალური სიგელით დაჯილდოვდა. “DECANTER” პრესტიჟულ კონკურსში ტრადიციულად  ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მსოფლიოს  წამყვანი კომპანიები  მონაწილეობენ,  რომლებიც კონკურსზე  წარმოდგენილნი არიან ღვინის წარმოების სიძველის მიხედვით.

 

ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო კონკურსების წესების მიხედვით ღვინის კომპანიები თავად ირჩევენ კონკურსზე წარსადგენი პროდუქციის ტიპს. აღსანიშნავია რომ კომპანიის “თელიანი ველი” მიერ წარდგენილმა ყველა ღვინომ 2010 წელს ჩატარებულ  ყველა კონკურსზე მნიშვნელოვანი აღიარება მოიპოვა, რასაც კომპეტენტური სომელიებისა და ჟიურის მიერ “თელიანი ველის” სხვადასხვა სახეობის ბოთლის ღვინოების  მედლებით და სპეციალური სიგელებით დაჯილდოვებაც მოჰყვა. “მუკუზანის” განსაკუთრებულ გემოზე წერს მსოფლიოს  წამყვანი ღვინის ჟურნალი “Wine Spectator”, რომელმაც “ თელიანი ველის” ღვინოს  “მუკუზანი” ძველი რეგიონის ახალი აღმოჩენა უწოდა და მას უმაღლესი შეფასება მისცა. კონკურსზე წარმოდგენილი იყო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ღვინის მწარმოებელი კომპანიის 15 ათასი დასახელების ღვინო.  შეფასება  85-დან 88 ქულამდეა. “თელიანი ველის” ”მუკუზანი” უმაღლესი _ 88 ქულით შეფასდა. “მუკუზანი” წელს  ქართულ კონკურსზეც გამარჯვებული ბრენდია. ღვინის მესამე ეროვნულ კონკურსზე  სომელიები სპეციალურად  უცხოეთიდან მოიწვიეს. ”მუკუზანმა” ოქროს მედალი, ხოლო კონკურსზე წარდგენილმა  წითელმა მშრალმა ღვინომ  “კაბერნე საფერავმა” და  “საფერავმა” ვერცხლის მედლები მიიღეს. კომპანიას “თელიანი ველი” კონკურსისთვის წარდგენილი ჰქონდა  ხუთი დასახელების ღვინო. კომპეტენტური ჟიურის გადაწყვეტილებით _ “თელიანი ველის” მიერ წარდგენილმა ყველა ღვინომ შესაბამისი შეფასება დაიმსახურა. წლევანდელ კონკურსში ქართული ღვინის მწარმოებელი 33 კომპანია მონაწილეობდა და მთლიანობაში 161 დასახელების ნიმუში იყო წარდგენილი.

Teliani Valley has been awarded a Best in Show medal in the Decanter World Wine Awards 2020

სიახლეები

left right
post-image

თელიანი ველის კიდევ ერთი წარმატება ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო კონკურსზე

arrow
post-image

კომპანიამ “თელიანი ველი“ „OPIC“-საგან 2 მილიონი დოლარის ოდენობით დაფინანსება მიიღო.

arrow
post-image

„თელიანი ველის“ ახალი პროდუქტი - „გლეხურის“ სერიის პრეზენტაცია.

arrow
post-image

„თელიანი ველის“ ჯილდოები ღვინის მსოფლიო საერთაშორისო გამოფენაზე - დეკანტერი!

arrow
post-image

„თელიანი ველი“ ღვინის და სპირტიანი სასმლის საერთაშორისო კონკურსიდან განსაკუთრებული ვერცხლის და ბრინჯაოს მედლებით დაბრუნდა.

arrow
post-image

„ თელიანი ველის“ წინანდალმა Wine Spectator - ისგან, ქართულ ღვინოებს შორის, უმაღლესი 88 ქულა დაიმსახურა!

arrow
post-image

"თელიანი ველის" ღვინოებმა კონკურსზე International Wine Challenge (IWC) 2014 -ზე ვერცხლის მედლები დაიმსახურა.

arrow
post-image

„თელიანი ველი“ 2014 წლის ღვინის და სპირტიანი სასმლის საერთაშორისო კონკურსიდან ორი ვერცხლითა და ოთხი ბრინჯაოს მედლით დაბრუნდა .

arrow
post-image

„თელიანი ველი“ ღვინის საერთაშორისო დაჯილდოებაზე - Decanter 2014

arrow