0%

ქართული ღვინის საიდუმლო მის უბრალოებასა და დიდებულებაშია, ვაზი ოდითგანვე ქართველი კაცის შთაგონებაა.ზუსტად არავინ იცის როდის დაიწყო კაცმა მისი მოშინაურება , მისი სიყვარული . . .
თუმცა, ერთი რამ ცხადია, ვაზი ქართველი კაცის ხელს მოყვა, მასთან ერთად გაიხარა, გაიზარდა და გაივსო, საუკუნეების განმავლობაში ამ ხელით დამშვენდა, დაბრძენდა და დადინჯდა. ქართველი მეღვინე დღესაც ჭეშმარიტების ძიებაშია.

ხარ თუ არა 18-ის, ან 18 წელს ზემოთ?

კი
არა

სიახლე

საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისთვის ''თელიანი ველმა'' რთველი მოაწყო

შაბათს, 13 ოქტომბერს, კომპანიამ "თელიანი ველი„ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისთვის ღვინის ტური მოაწყო თელავში.  50-მდე უცხოელმა სტუმარმა „თელიანი ველის“ ვენახში ყურძენი საკუთარი ხელით დაკრიფა, დიპლომატებმა ქართული ტრადიცია ბოლომდე შეასრულეს და მოსავალი თავადვე დაწურეს საწნახელში. დღის ბოლოს კი „თელიანი ველის“  10 წლის იუბილეც აღინიშნა.