0%

ქართული ღვინის საიდუმლო მის უბრალოებასა და დიდებულებაშია, ვაზი ოდითგანვე ქართველი კაცის შთაგონებაა.ზუსტად არავინ იცის როდის დაიწყო კაცმა მისი მოშინაურება , მისი სიყვარული . . .
თუმცა, ერთი რამ ცხადია, ვაზი ქართველი კაცის ხელს მოყვა, მასთან ერთად გაიხარა, გაიზარდა და გაივსო, საუკუნეების განმავლობაში ამ ხელით დამშვენდა, დაბრძენდა და დადინჯდა. ქართველი მეღვინე დღესაც ჭეშმარიტების ძიებაშია.

Are you 21 or older?

Yes
No

სიახლე

15 სექტემბერი 2020

თელიანი ველი ამერიკის შეერთებულ შტატებში

See More

Vinexpo New York

თელიანი ველმა ნიუ-იორკში გამართულ ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენა "Vinexpo New York"-ზე მიიღო მონაწილეობა! ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, გამოფენაზე ქართული ღვინის მწარმოებელი 12 კომპანია იყო წარმოდგენილი. გამოფენის ფარგლებში, ღვინის პროფესიონალების, ღვინის ბიზნესისა და მედიის წარმომადგენლებისთვის ქართული ღვინის დეგუსტაცია გამართა.

See More

თელიანი ველი საქართველოს ეროვნული პარალიმპიური კომიტეტის პარტნიორი გახდა.

"თელიანი ველსა" და პარალიმპიურ კომიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ხელშეკრულებას ხელი საქართველოს ეროვნული პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა რატი იონათამიშვილმა და ,,თელიანი ველის '' გენერალურმა დირექტორმა თეიმურაზ ჯანყარაშვილმა მოაწერეს. საპარტნიორო ხელშეკრულება მიზნად ქართული სპორტის, პარალიმპიური კომიტეტის სხვადასხვა პროექტის მხარდაჭერასა და ღონისძიებებში თანამონაწილეობას ისახავს. "თელიანი ველი" მხარს უჭერს ყველა ინიციატივას, რომელიც ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას, სპორტულ

See More

თბილისის ღვინის მუზეუმში, თელიანი ველის ახალი პროექტის "Teliani Collection”-ის პრეზენტაცია გაიმართა. "Teliani Collection” იშვიათი და რჩეული ღვინოების კოლექციას ერთი ბრენდის - "ღვინის ხალხის" ქვეშ აერთიანებს. "თელიანი ველისა" და მცირე მარნების გაერთიანებული ძალებით, გამორჩეულ და იშვიათ ქართულ ღვინოებს მსოფლიო გაიცნობს და შეაფასებს. "ღვინის ხალხის" კოლექციის თითოეული ბოთლი გვაცნობს მეღვინეს და მოგვითხრობს მის ისტორიას. კოლექცია საქართველოში მომავალი კვირიდან გაიყიდება და მისი შეძენა მ

See More

სეოკ-ის ნომინაციებში გამარჯვებულთა დაჯილდოების წინასაახალწლო ცერემონია

სასტუმრო ,,რადისონ ბლუ ივერიაში" 2019 წლის საქართველოს საუკეთესო სპორტული შედეგების მიხედვით საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის მიერ განსაზღვრულ ნომინაციებში გამარჯვებულთა დაჯილდოების წინასაახალწლო ცერემონია გაიმართა, რომლის პარტნიორიც თელიანი ველი გახლდათ. სეოკ-ის აღმასკომის გადაწყვეტილებით, გამარჯვებული გამოვლინდა კენჭისყრით, რომელშიც სესიის დელეგატები მონაწილეობდნენ. ნომინაციაში - 2019 წლის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი წარდგენილნი იყვნენ: ოლიმპიურ წონით კატეგორიებში მსოფლიოს ჩემპიონები

See More

თელიანი ველის ღვინოები Wine Enthusiast-ის რეიტინგში

ამერიკული ბეჭდური და ინტერნეტ გამოცემა "Wine Enthusiast” -ის რეიტინგში თელიანი ველის ღვინოებმა საუკეთესი შეფასება და უმაღლესი ქულები დაიმსახურა, განსაკუთრებული შეფასება 2016 წლის ქინძმარაულმა დაიმსახურა. გამოცემას 800 000-მდე მკითხველი ყავს და თვის განმავლობაში ათასობით ღვინოს აფასებს. ბეჭდური და ინტერნეტ ჟურნალი მკითხველს საშუალებას აძლევს აღმოაჩინოს სხვადასხვა ქვეყნის ღვინო, მიიღონ ინფორმაცია სომელიეების, რესტორნების და მოგზაურობის შესახებ. რეიტინგში ქართული ღვინო, საფრანგეთის, იტალიი

See More

CIIE 2019

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ხელისუფლების ინიციატივით, 5-10 ნოემბერს, ჩინეთში, ქალაქ შანხაიში უმსხვილესი საერთაშორისო საინვესტიციო და სავაჭრო გამოფენა (China International Import Expo – CIIE) გაიმართა. საქართველოსთვის გამოყოფილ საგამოფენო სივრცეში განთავსებული იყო საინვესტიციო, ექსპორტიორი და ღვინის მწარმოებელი კომპანიების სტენდები, სადაც თითოეულ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ქონდა გასაუბრებოდა ქართული კომპანიების წარმომადგენლებს. აღნიშნულ ღონისძიებაზე თელიანმა ველმა გამოფენის სტუმრების

See More

სრულად ნახვა