ქართული ღვინის საიდუმლო მის უბრალოებასა და დიდებულებაშია, ვაზი ოდითგანვე ქართველი კაცის შთაგონებაა.ზუსტად
არავინ იცის როდის დაიწყო კაცმა მისი მოშინაურება , მისი სიყვარული . . .
თუმცა, ერთი რამ ცხადია, ვაზი ქართველი კაცის ხელს მოყვა, მასთან ერთად გაიხარა, გაიზარდა და გაივსო,
საუკუნეების განმავლობაში ამ ხელით დამშვენდა, დაბრძენდა და დადინჯდა. ქართველი მეღვინე დღესაც ჭეშმარიტების
ძიებაშია.
Are you 21 or older?
საიტი მზადების პროცესშია
თელიანი ველმა ნიუ-იორკში გამართულ ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენა „Vinexpo New York“-ზე მიიღო მონაწილეობა!
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, გამოფენაზე ქართული ღვინის მწარმოებელი 12 კომპანია იყო წარმოდგენილი.
გამოფენის ფარგლებში, ღვინის პროფესიონალების, ღვინის ბიზნესისა და მედიის წარმომადგენლებისთვის ქართული ღვინის დეგუსტაცია გამართა.
სს "თელიან ველსა” და ქალაქ შანხაიში მოქმედ ჩინური ღვინის იმპორტიორი კომპანიის "Suzhou Gutao Chuanshi Wine Co., LTD” წარმომადგენლებს შორის ივნისში, ხელი მოეწერა პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას!
See More
2005 წელს თელავში “თელიანი ველის” ახალი საწარმო გაიხსნა. საწარმო საერთაშორისო სტანდარტების დონისაა და აღჭურვილია როგორც მუხის კასრებით, ისე თანამედროვე იტალიური მოწყობილობებით და სპეციალური მაცივრებით. ქარხნის ტერიტორიაზევე არის პატარა სასტურმოც, რომლის ოთახების დასახელება კომპანია “თელიანი ველის” ღვინოების სახელებისგან შეირჩა.
See More
საქართველოში სტუმრად იმყოფებოდა ცნობილი მომღერალი ჯო კოკერი. მომღერალი მ-ჯგუფის ერთ-ერთ რესტორანში “მეტეხის ჩრდილში” დაპატიჟეს, სადაც მან ქართული კერძები დააგემოვნა. ჯო კოკერი რომელიც უკვე დიდი ხანია სასმელს არ სვამს, სიამოვნებით დათანხმდა კომპანია “თელიანი ველს” საკუთარი ავტოგრაფი დაეტოვებინა ღვინის ბოთლზე. ”თელიანი ველის” ღვინო “თელიანი” კი მან საკუთარი მეუღლისთვის საჩუქრად წაიღო.
See More
წინა საახალწოდ თელიანი ველმა კიდევ ერთი საჩუქარი გაუკეთა მომხმარებელს, დეკემბრიდან მაღაზიების თაროებზე დაიდება ღვინოების ახალი ქართულ-ფრანგული კოლექცია “მოსსანო”. ამ კოლექციის გამოშვება თელიანი ველის ახალი ფრანგი მეღვინის - მარკ დვორკინის ინიციატივით მოხდა. “მოსსანოს” კონცეფციის და სახელის არჩევა შემთხვევით არ მომხდარა, მერლ ანტუან მოსსანო მეცხრამეტე საუკუნეში, ქალაქ ბორდოში დაიბადა. 1891 წელს ნიკოლოზ რომანოვის ბრძანებით იგი საქართველოში კახეთის საუფლისწულო მამულებში მოიწვიეს მთავარ მეღვ
See More