0%

ქართული ღვინის საიდუმლო მის უბრალოებასა და დიდებულებაშია, ვაზი ოდითგანვე ქართველი კაცის შთაგონებაა.ზუსტად არავინ იცის როდის დაიწყო კაცმა მისი მოშინაურება , მისი სიყვარული . . .
თუმცა, ერთი რამ ცხადია, ვაზი ქართველი კაცის ხელს მოყვა, მასთან ერთად გაიხარა, გაიზარდა და გაივსო, საუკუნეების განმავლობაში ამ ხელით დამშვენდა, დაბრძენდა და დადინჯდა. ქართველი მეღვინე დღესაც ჭეშმარიტების ძიებაშია.

ხარ თუ არა 18-ის, ან 18 წელს ზემოთ?

კი
არა

სიახლე

რთველი 2019

თელიანი ველის რთველში მონაწილეობა კომპანიის პარტნიორებმა მთელი მსოფლიოდან მიიღეს - მათ თავად მოკრიფეს ყურძენი, დააგემოვნეს და გაეცნენ ახალ ბრენდებს, მოამზადეს ჩურჩხელები და ჭაჭაც გამოხადეს. სტუმრებმა წარმოების პროცესი დაათვალიერეს და საინტერესო კითხვებზე პასუხებიც მიიღეს. 

ღონისძიების დასკვნით ნაწილში კი პარტნიორების დაჯილდოების ცერემონია და გალა ვახშამი გაიმართა!