Loader Image Loader Image

„თელიანი ველის“ გლეხური ქისი ქვევრი დეკანტერის უმაღლესი ჯილდოს მფლობელია

post-image

საერთაშორისო კონკურს „Decanter World Wine Awards 2019“ -ზე მოპოვებული პლატინის, ვერცხლის, ბრინჯაოს მედლები და უმაღლესი ჯილდო “Best in Show”  

საერთაშორისო კონკურსზე „Decanter 2019“ წარმოდგენილმა „თელიანი ველის“ ღვინოებმა უმაღლესი შეფასება დაიმსახურა და პლატინის, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა.

კონკურსის ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდო -„Best in Show” ყოველწლიურად მსოფლიოს საუკეთესო ღვინოებს გადაეცემათ. 2019 წელს,  მსოფლიოს 57 ქვეყნიდან 17 000 ღვინო იღებდა მონაწილეობას. კონკურსის ჟიური 280 ღვინის ექსპერტია, რომლებიც მხოლოდ 50 ღვინოს ანიჭებენ უმაღლეს ჯილდოს და გადასცემენ „Best in show” მედალს.

ისტორიაში პირველად, ეს უმაღლესი ჯილდო ერგო ქართულ ღვინოს -გლეხური ქისი ქვევრი 2017! აღსანიშნავია, რომ გლეხური ქისი ქვევრი  ევრაზიასა და კავკასიის რეგიონში პირველი ღვინოა, რომელმაც „Best in show”- უმაღლესი ჯილდო მოიპოვა. ეს უდიდესი წარმატებაა, როგორც თელიანი ველისათვის, ასევე საქართველოსთვის.

Decanter.com ღვინოს „გლეხური ქისი ქვევრი“ ასე ახასიათებს:

„პირველი ქართული ღვინო, რომელმაც „Best In Show“ შეფასება დაიმსახურა. დამზადებულია ქისის ჯიშის რჩეული ყურძნისაგან. გამოირჩევა მუქი ქარვისფერი შეფერილობით. ხასიათდება ვაშლის ჩირის, გამხმარი ვარდებისა და კომშის არომატებით. მისი გემოვნური თვისებებით, სასიამოვნო ტანინებთან და მჟავიანობასთან ერთად, ხანგრძლივი დაბოლოებით გამოირჩევა. აქვე აღსანიშნავია კიდევ ერთი განსაკუთრებული არომატი - მადისაღმძვრელი უმამი“

„თელიანი ველს“ საერთაშორისო კონკურს „Decanter 2019“  “Best in show”, 1 ოქროს, 1 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი გადაეცა:

  • გლეხური ქისი ქვევრი 2017“- პლატინა “Best in show”
  • გლეხური რქაწითელი ქვევრი 2017“ - ვერცხლი
  • გლეხური კისისხევი საფერავი ქვევრი 2017“ - ბრინჯაო
  • თელიანი ველი წინანდალი 2017“ - ბრინჯაო
  • თელიანი ველი საფერავი 2018“-ბრინჯაო

„Decanter World Wine Awards“  მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვანი და გავლენიანი კონკურსია, რომელიც 2004 წელს დაარსდა.  გამარჯვებულ ღვინოებს მსოფლიო ღვინის ექსპერტები ფარული დეგუსტაციით ავლენენ. კონკურსში მოპოვებული პლატინისა და ოქროს ჯილდო ხარისხის სანდოობის უმაღლესი გარანტიაა, რომელიც მსოფლიოს მხოლოდ საუკეთესოთა შორის საუკეთესო ღვინოებს გადაეცემათ.

ბმული: www.decanter.com

 

Teliani Valley has been awarded a Best in Show medal in the Decanter World Wine Awards 2020

სიახლეები

left right
post-image

თელიანი ველის კიდევ ერთი წარმატება ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო კონკურსზე

arrow
post-image

კომპანიამ “თელიანი ველი“ „OPIC“-საგან 2 მილიონი დოლარის ოდენობით დაფინანსება მიიღო.

arrow
post-image

„თელიანი ველის“ ახალი პროდუქტი - „გლეხურის“ სერიის პრეზენტაცია.

arrow
post-image

„თელიანი ველის“ ჯილდოები ღვინის მსოფლიო საერთაშორისო გამოფენაზე - დეკანტერი!

arrow
post-image

„თელიანი ველი“ ღვინის და სპირტიანი სასმლის საერთაშორისო კონკურსიდან განსაკუთრებული ვერცხლის და ბრინჯაოს მედლებით დაბრუნდა.

arrow
post-image

„ თელიანი ველის“ წინანდალმა Wine Spectator - ისგან, ქართულ ღვინოებს შორის, უმაღლესი 88 ქულა დაიმსახურა!

arrow
post-image

"თელიანი ველის" ღვინოებმა კონკურსზე International Wine Challenge (IWC) 2014 -ზე ვერცხლის მედლები დაიმსახურა.

arrow
post-image

„თელიანი ველი“ 2014 წლის ღვინის და სპირტიანი სასმლის საერთაშორისო კონკურსიდან ორი ვერცხლითა და ოთხი ბრინჯაოს მედლით დაბრუნდა .

arrow
post-image

„თელიანი ველი“ ღვინის საერთაშორისო დაჯილდოებაზე - Decanter 2014

arrow