0%

ქართული ღვინის საიდუმლო მის უბრალოებასა და დიდებულებაშია, ვაზი ოდითგანვე ქართველი კაცის შთაგონებაა.ზუსტად არავინ იცის როდის დაიწყო კაცმა მისი მოშინაურება , მისი სიყვარული . . .
თუმცა, ერთი რამ ცხადია, ვაზი ქართველი კაცის ხელს მოყვა, მასთან ერთად გაიხარა, გაიზარდა და გაივსო, საუკუნეების განმავლობაში ამ ხელით დამშვენდა, დაბრძენდა და დადინჯდა. ქართველი მეღვინე დღესაც ჭეშმარიტების ძიებაშია.

ხარ თუ არა 18-ის, ან 18 წელს ზემოთ?

კი
არა

სიახლე

საქართველოში პირველად, მუხის კასრების წარმოება გაიხსნა

კასრების მწარმოებელი კომპანია „კუპას“ პრეზენტაცია 30 სექტემბერს თელავში „თელიანი ველის“ ქარხნის ტერიტორიაზე შედგა. დღემდე ალკოჰოლური სასმელის მწარმოებელი მსხვილი კომპანიები, ევროპიდან შემოტანილ ძვირადღირებულ კასრებს იყენებენ. ახალ, ქართულ საწარმოში საწყის ეტაპზე, ყოველთიურად 100 ერთეული, სხვადასხვა ზომის ჭურჭელი დამზადდება. პროდუქტი თავდაპირველად ადგილობრივ ბაზარზე გაიყიდება. კასრების დასამზადებლად საჭირო ხის მასალა კომპანიას საფრანგეთიდან შემოაქვს.

კომპანიის შექმნის იდეა მას შემდეგ გაჩნდა რაც გადაცემაში „იდეა, ფული და ერთი შანსი“ „თელიანი ველის“ ხელმძღვანელმა არჩილ გეგევანამ ერთ-ერთი პროექტი დააფინანსა.

კასრების მწარმოებელი კომპანიის პრეზენტაცია თელაშვი თელიანის ღვინის ფესტივალის ფარგლებში შედგა. პრეზენტაციას დაესწრნენ მიწვეული ჟურნალისტები.