Loader Image Loader Image
bg

თელიანი ველი -



ყველაზე ჯადოსნური, ჰარმონიული და გამორჩეული
ღვინოების დაბადების ადგილი.

ისტორია ღვინის მიღმა

თელიანი ველი თანამედროვეობის ყველაზე ჯადოსნური, ღრმა და დასამახსოვრებელი ღვინოების დაბადების ადგილია.

მეღვინეობა ხომ ხელოვნების უძველესი დარგია, ამ საქმიანობისთვის თავის მიძღვნა კი ცოდნისა და ინტუიციის უნიკალურ, ღვინოსავით მარად ცოცხალ ნაზავს მოითხოვს.

ღვინის ათასწლეულოვანი ისტორიის კვალდაკვალ, თელიანი ველი ბუნების უნატიფესი მასალებით, მიწითა და ყურძნით, სრული შემოქმედებითი თავისუფლებითა და თანამედროვე ოსტატების ერთობით პირველი სიყვარულივით მგზნებარე წითელ, მთის ნაკადულივით კამკამა თეთრ და ნაკვერჩხალივით მაცოცხლებელ ქარვისფერ ღვინოებს შობს.

თელიანი ველი

1997 წელს ორმა მეღვინემ ნამდვილი ქართული ტრადიციული ღვინის წარმოება  საქართველოს მეღვინეობის გულში - კახეთში დაიწყო.
700 ჰექტარზე გაშენებული ვენახების განსაკუთრებული ადგილმდებარეობა, ნიადაგი და კლიმატი გამორჩეულ ღვინოების დაყენებისათვის საუკეთესო პირობებს ქმნის.

თელიანი ველი წარმატებული და შთამაგონებელი მეღვინეობა, ხარისხის უმაღლესი სტანდარტებით ქართული ღვინის, მიწისა და ტრადიციების სადარაჯოზე დგას.

ჩვენი მთავარი მიზანი ქართული ღვინისა და მეღვინეობის ხელშეწყობაა, რაც დარგის უნიჭიერესი, გულანთებული სპეციალისტების შემოკრებასა და მათი პროფესიული ზრდისათვის საჭირო ყველა პირობის შექმნას გულისხმობს.

თელიანის წარმატების საიდუმლო რჩეული მეღვინეების მუხლჩაუხრელ, უკომპრომისო შრომაში იმალება. ჩვენი განვითარების მთავარი ძრავი ღვინის დაუსაბამო სიყვარულია, რაც ჩვენს საქვეყნოდ ცნობილ, ამაღელვებელ ღვინოებში ითარგმნება.

ღვინო შთამაგონებელი ისტორიით

Teliani Valley - Making the world a little more Georgian!

ქართველებისათვის მეღვინეობა სულიერი წინააღმდეგობის ფორმაა, რომელიც ჩვენი არსების ყველაზე წრფელ, შესაძლებლობებით აღსავსე ნაწილთან გვაკავშირებს.

საქართველოში, ყურძნის 500-ზე მეტი ჯიშის მშობელი მიწის წიაღში, ქართული ნაციონალური იდენტობის მარცვალთან ერთად შეიქმნა ღვინის უმდიდრესი, აღმაფრენით სავსე კულტურა. 



Loader ImageLoader Image

1997

თელიანი ველი 1997 წლიდან ქართული ღვინის სათავეშია.

ჩვენს მეღვინეობაში მრავალფეროვანი და გამორჩეული ღვინოები კლასიკური და ტრადიციული მეთოდით ქვევრში, 4 რეგიონში მოწეული 25 სხვადასხვა ჯიშის ყურძნისგან მზადდება.

wine bottle

ამბავი ღვინის დაბადებისა

25

სახეობა

4

რეგიონი

ქართული ღვინო, არაამქვეყნიური სიმდიდრით განთქმული მიწის წიაღში შობილი.

1997 წლიდან.