ღვინის ტურები
სასტუმრო
ღვინის მაღაზია
ღვინის დეგუსტაცია
ინსტაგრამი
ღვინის ტურები
ღვინის ტურები
საქართველოს ღვინით ყველაზე მდიდარ რეგიონში, კახეთში, თელავის რაიონში მდებარე “თელიანი ველი” სხვადასხვა ტიპის ტურებს წლის ნებისმიერ დროს გთავაზობთ.
“თელიანის ველის” საწარმოს დათვალიერება წლის ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი;
შემოდგომაზე კი, ჩვენს სტუმრებს რთველშიც შეუძლიათ მონაწილეობის მიღება.
“თელიანი ველის” ღვინის ტური
“თელიანი ველის” საწარმოს ტური 1 საათის მანძილზე გრძელდება. ამ დროის განმავლობაში თქვენ შეგეძლებათ მოისმინოთ ქართული მეღვინეობის ისტორია, გაიგოთ ღვინის წარმოების ეტაპების შესახებ, დაათვალიეროთ საწარმო და დაესწროთ ღვინის ბოთლში ჩამოსხმის პროცესს.
“თელიანი ველის” ენოთეკაში თქვენ ეზიარებით ღვინის წარმოების საუკუნოვან ტრადიციებს და სხვადასხვა მოსავლის საუკეთესო ღვინოებსაც დააგემოვნებთ.
რთველი
რთველი მოსავლის, ნაყოფიერების, ბარაქის დღესასწაულია. მეღვინეობაში რთველი წელიწადის უმთავრესი მოვლენაა და მისთვის ჩვენი თანამშრომლები გულმოდგინედ ემზადებიან - პირველ რიგში გოდრებს, ყურძნის შესაგროვებელ ტრადიციულ ჭურჭელს ამზადებენ, რაც ახლების დაწვნასა და ძველების განახლებას გულისხმობს.
ყურძნის კრეფა ყველგან დაახლოებით ერთსა და იმავე დროს იწყება და გათენებიდან გვიან საღამომდე, ხშირად სიმღერის, მუსიკის და საყოველთაო მხიარულების ფონზე გრძელდება. დაკრეფის შემდეგ, ყურძენი უძველესი ქართული ტრადიციის შესაბამისად, ფეხით იწურება.
ყურძენი რომ დაიკრიფება და დაიწურება, ე.წ. „ ზაოტობის“, ანუ ჭაჭის ხდის დროც მოდის. ამ დროს წალამზე მწვადები იწვება, თონეში პურები ცხვება, დესერტად კი კახელი ბებოები თათარას ხარშავენ, ჩურჩხელებს ავლებენ, სტუმრებსაც ასწავლიან და საკუთარი ხელით ამოვლებულ თბილ-თბილ ჩურჩხელებს საჩუქრად სახლშიც ატანენ. სტუმრებს “თელიანი ველის” რთველის ყველა ნაწილში შეუძლიათ მონაწილეობის მიღება.
დეტალური ინფორმაციისათვის და ტურების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით:
Please book through below request form, We look forward to hosting you soon
სასტუმრო
სასტუმრო
თელავის შესასვლელში, “თელიანი ველის” საწარმოს ტერიტორიაზე მოქმედი მცირე ზომის, Guest House-ის ტიპის სასტუმრო მსოფლოს სხვადასხვა წერტილიდან ჩამოსულ ღვინის მოყვარულებს 2005 წლიდან მასპინძლობს.
სასტუმროში სულ 7 ოთახია, აქედან 5 სტანდარტული, 2 კი ლუქსი. თითოეულ ნომერს ცნობილი ქართული ღვინის სახელი ჰქვია - სტუმრებს თელიანის, მუკუზანის, ქვევრის, ცოლიკოურის, საფერავის, წინანდლის, ან ხვანჭკარას არჩევა შეუძლიათ. ყოველი ნომერი კლასიკურ ქართულ სტილში, სახელის შესაბამისი ღვინის ფერებშია გადაწყვეტილი. ნოყიერი საუზმის გარდა, რომელიც ნომრის მომსახურებაში შედის, სტუმრებს სურვილის შემთხვევაში ტრადიციული კახური სუფრის და “თელიანი ველის” ღვინოების ფართო ასორტიმენტის დაგემოვნებაც შეუძლიათ.
Please book through below request form, We look forward to hosting you soon
ღვინის მაღაზია
ღვინის მაღაზია
“თელიანი ველის” საწარმოს ტერიტორიაზე განლაგებულია კახეთში ერთ ერთი საუკეთესო ღვინის მაღაზია, სადაც შესაძლებელია შეიძინოთ “თელიანი ველის” სხვადასხვა მოსავლის საკოლექციო ღვინოები.
აქვე შეგიძლიათ დაესწროთ სომელიეს მიერ ჩატარებულ ღვინის დეგუსტაციას და დააგემოვნოთ თქვენთვის სასურველი ღვინოები.
ღვინის მაღაზიაში იყიდება ღვინის აქსესუარები და სხვადასხვა საჩუქრები, რომლებიც ექსკლუზიურად მხოლოდ ამ მაღაზიაშია წარმოდგენილი.
ღვინის დეგუსტაცია
ღვინის დეგუსტაცია
“თელიანი ველის” მარანში მოსულ სტუმრებს ჩვენი ღვინოების დაგემოვნების საშულება ეძლევათ. პროფესიონალი სომელიე მსურველებს ღვინის დაგემოვნების წესებსა და ეტიკეტს აუხსნის - როგორ ჭიქაში და რამდენი უნდა დავასხათ, რომელი ღვინის გასინჯვა რა ტემპერატურაზეა რეკომენდებული, რას გვეუბნება ღვინის ფერი და გამჭვირვალობა, როგორ დავადგინოთ ღვინის ასაკი და წარმოშობა, როგორ ამოვიცნოთ ტონები, არომატები, გემოები და სხვა.
სანამ ღვინის დეგუსტაციას გადაწყვეტდეთ, გთხოვთ გაითვალისწინოთ:
დეგუსტაციისათვის საუკეთესო დრო დილაა, რადგან ამ დროს გრძნობები ყველაზე მეტადაა გამახვილებული;
ყავა, შოკოლადი, მენთოლი, ნიგოზი, ცხარე და სხვა მძაფრი გემოები ღვინის გემოსა და ბუკეტის აღქმაზე არასასურველ გავლენას ახდენს;
რეკომენდებული არ არის ღვინის დეგუსტაცია ჭამის ან სპირტიანი სასმელის მიღების შემდეგ.
Please book through below request form, We look forward to hosting you soon
