0%

ქართული ღვინის საიდუმლო მის უბრალოებასა და დიდებულებაშია, ვაზი ოდითგანვე ქართველი კაცის შთაგონებაა.ზუსტად არავინ იცის როდის დაიწყო კაცმა მისი მოშინაურება , მისი სიყვარული . . .
თუმცა, ერთი რამ ცხადია, ვაზი ქართველი კაცის ხელს მოყვა, მასთან ერთად გაიხარა, გაიზარდა და გაივსო, საუკუნეების განმავლობაში ამ ხელით დამშვენდა, დაბრძენდა და დადინჯდა. ქართველი მეღვინე დღესაც ჭეშმარიტების ძიებაშია.

Are you 21 or older?

Yes
No

სიახლე

ახალი სამშვენისი

კომპანია “თელიანი ველმა”   სააღდგომოდ  გამოუშვა ღვინის ახალი სერია -  "სამშვენისი":  "სამშვენისი ლალისფერი" და "სამშვენისი  ქარვისფერი".  "სამშვენისის" სერიის წარმოება  „თელიანი ველის“ მეღვინის - სიმონ მეგუთნიშვილის ინიციატივით მოხდა. ღვინო განსხვავებულია კომპანიის სხვა ღვინოებისაგან და განსაკუთრებულია თავისი თვისებებით.  მეღვინის აღწერით: “სამშვენისი  ქარვისფერი” ერთგვარი სამკაულია, ნაზი, მსუბუქი, სურნელოვანი, სასიამოვნო და მათრობელა თეთრი მშრალი ღვინო. “სამშვენისი” მწვანის, რქაწითელის და ჩინურის რჩეული მარცვლებისაგან შეიქმნა. გირჩევთ შემწვარ თევზეულთან და სხვა ზღვის პროდუქტთან. “სამშვენისი ლალისფერი კი, ეშხიანი, ტემპერამენტიანი, არომატული  წითელი გაუფილტრავი მშრალი ღვინოა.  “სამშვენისი ლალისფერი” თელიანის ზონაში მოყვანილი კაბერნე-სოვინიონის  და საფერავის ჯიშის ყურძნისგან მზადდება. გირჩევთ შემწვარ ხორცთან და ყველთან."   სახელი "სამშვენისიც" მეღვინის ინიციატივით დაერქვა - „საქართველო ღვინის სამშობლოა და ღვინო ქართული კულტურის მშვენება. "სამშვენისის" გამოშვებასთან ერთად  „თელიანიველმა“ წამოიწყო ახალი აქცია –საქართველო ღვინის სამშობლო”, პროექტი ემსახურება ქართველ ახალგაზრდებში ღვინის  პოპულარიზაციას და ქართული ღვინის კულტურის შემეცნებას. აქციის ფარგლებში „თელიანი ველმა“ ჩაატარა 2 დღიანი სემინარი ქართული მეღვინეობის შესახებ, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს თბილისის უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებმა. სემინარზე სტუდენტები გაეცნენ ქართული მეღვინეობის ისტორიას, ღვინის დამზადების ქართულ ტრადიციებს, ღვინის კლასიფიკაციას და ღვინის დეგუსტაციის წესებს.