ქართული ღვინის საიდუმლო მის უბრალოებასა და დიდებულებაშია, ვაზი ოდითგანვე ქართველი კაცის შთაგონებაა.ზუსტად
არავინ იცის როდის დაიწყო კაცმა მისი მოშინაურება , მისი სიყვარული . . .
თუმცა, ერთი რამ ცხადია, ვაზი ქართველი კაცის ხელს მოყვა, მასთან ერთად გაიხარა, გაიზარდა და გაივსო,
საუკუნეების განმავლობაში ამ ხელით დამშვენდა, დაბრძენდა და დადინჯდა. ქართველი მეღვინე დღესაც ჭეშმარიტების
ძიებაშია.
Are you 21 or older?
საიტი მზადების პროცესშია
საერთაშორისო კონკურსზე „International Wine Challenge 2020“ წარმოდგენილმა „თელიანი ველის“ ღვინოებმა უმაღლესი შეფასება დაიმსახურა და ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა.
კონკურსის კულმინაციაა ჩემპიონი ღვინოებისა და წლის საუკეთესო მეღვინეების გამოცხადება, რომლებსაც კონკურსის ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდო-ოქროს თასი გადაეცემათ. აღსანიშნავია, რომ ოქროს თასის მფლობელები ყოველწლიურად მხოლოდ საუკეთესოთა შორის საუკეთესოები ხდებიან. „International Wine Challenge 2020“-ზე მსოფლიოს 55 ქვეყნიდან 11 000 ღვინო იღებდა მონაწილეობას. უკვე მესამე წელია, გლეხური ქისი ქვევრი კონკურს „International Wine Challenge“-ის რჩეულია და ოქროს თასი (Gold Trophy) გადაეცემა.
გლეხური, ქისი ქვევრი 2018 - ოქროს თასი
თელიანი ველი, Winery97, საფერავი 2019 - ვერცხლი
თელიანი ველი, Winery97, გაუფილტრავი საფერავი 2019 - ვერცხლი
თელიანი ველი, წინანდალი 2019 - ვერცხლი
გლეხური, კისისხევი საფერავი 2018- ბრინჯაო
მთავრული, ქინძმარაული 2019 - ბრინჯაო
მთავრული, საფერავი 2019 - ბრინჯაო
„International Wine Challenge“ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გავლენიანი კონკურსია, რომელიც 38 წელია უკვე არსებობს და ყოველწლიურად ლონდონში ტარდება. გამარჯვებულ ღვინოებს მსოფლიო ღვინის ექსპერტები ფარული დეგუსტაციით ავლენენ და ოქროს თასით, ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლებით აჯილდოვებენ. კონკურსის მიზანია მსოფლიოს მასშტაბით საუკეთესო ღვინოების გამოვლენა. The IWC-ის მინიჭებული მედლები ხარისხის სანდოობის უმაღლესი გარანტია.
“თელიანი ველი“ მომხმარებელს საახალწლო სიახლეს სთავაზობს. კომპანია ახალ ღვონოებს - ''კაბერნე საფერავს'', ''შარდონე რქაწითელსა'' და ''სოვინიონ ბლანს'' უშვებს, რომლებიც დახლზე საახალწლოდ გამოჩნდება. ახალი ღვინოები ფრანგულ-ქართული ვაზის უნიკალური ჯიშების ნაზავისგან დამზადდა და პრემიალურ სეგმენტზეა გათვლილი. ''შარდონე რქაწითელი'' და ''სოვინიონ ბლანი'' თეთრი მშრალი ღვინოებია და საცალო ქსელში 18-20 ლარი ეღირება. ხოლო ''კაბერნე საფერავის'' ფასი, რომელიც წითელი მშრალი ღვინოა 30 ლარი იქნება. პირველ ეტაპზ
See More
“თელიანი ველმა” მსოფლიოს ლეგენდარული დირიჟორი იური ტემირკანოვი და სანქტ-პეტერბურგის ფილარმონიის აკადემიური სიმფონიური ორკესტრის 110 წევრი ქართული ღვინით დაასაჩუქრა. სტუმრებს “საფერავი” და “წინანდალი” გადაეცათ 14 ივლისს 17:00 საათზე ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში საქართველოს კულტურის მინისტრის სახელით გამართულ ოფიციალურ მიღებაზე. მიღება მიეძღვნა მსოფლიოში აღიარებული ქართველი ბანის პაატა ბურჭულაძის სასცენო მოღვაწობის 30 წლის იუბილეს. პაატა ბურჭულაძემ და იური ტემირკანოვმა ტრადი
See More
18 ივლისს თელავში, ს.ს ‘’თელიანი ველი”-ს ქარხანას ესპანელი ჟურნალისტები ესტუმრნენ. გადამღები ჯგუფი საქართველოს შესახებ დოკუმენტურ ფილმს, ესპანეთის სახელმწიფო ტელეარხისთვის ამზადებენ. უცხოელ ჟურნალისტებს გადაღებები დაგეგმილი აქვთ როგორც ქარხანაში, ასევე თელავში მცხოვრებ რამდენიმე ოჯახში, რათა სახლის პირობებში ღვინის მომზადების წესიც ასახონ დოკუმენტურ ფილმში.
See More
პოპულარული თოკ-შოუ “ნანუკას შოუ” საახალწლოდ ორიგინალური და არატრადიციული სცენარით გავიდა ეთერში. წამყვანმა გადაცემაში პოპულარული მსახიობები და მომღერლები მიიწვია. საახალწლო განწყობა თოქ-შოუში ცოცხალმა მუსიკამ შექმნა. ამავე გადაცემაში მოხდა “თელიანი ველის” ახალი ღვინის “სამშვენისის” ერთგვარი პრეზენტაციაც. ”ნანუკას შოუში” მოწვეულ სტუმრებს მომღერლებსა და მსახიობებს კომპანია “თელიანი ველი” კონიაკით “თერგი” და ღვინოებით- ქარვისფერი “სამშვენისით” და “საფერავით” გაუმასპინძლდა.
See More