ქართული ღვინის საიდუმლო მის უბრალოებასა და დიდებულებაშია, ვაზი ოდითგანვე ქართველი კაცის შთაგონებაა.ზუსტად
არავინ იცის როდის დაიწყო კაცმა მისი მოშინაურება , მისი სიყვარული . . .
თუმცა, ერთი რამ ცხადია, ვაზი ქართველი კაცის ხელს მოყვა, მასთან ერთად გაიხარა, გაიზარდა და გაივსო,
საუკუნეების განმავლობაში ამ ხელით დამშვენდა, დაბრძენდა და დადინჯდა. ქართველი მეღვინე დღესაც ჭეშმარიტების
ძიებაშია.
Are you 21 or older?
საიტი მზადების პროცესშია
საერთაშორისო აღიარება „Grand International Wine Award MUNDUS VINI“-ზე
საერთაშორისო კონკურსზე „Grand International Wine Award MUNDUS VINI“ მეღვინეობა „თელიანი ველი“ ქართული ღვინის საუკეთესო მწარმოებლად დასახელდა და ჯილდო Best Producer Georgia გადაეცა.
კონკურსზე წარდგენილმა „თელიანი ველის“ ღვინოებმა უმაღლესი შეფასება დაიმსახურა და Mundus Vini-ს ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდო Best of Show Georgia white მოიპოვა.
MUNDUS VINI Spring Tasting 2022 მეღვინება თელიანი ველის შედეგები სრულად:
თელიანი ველი, Winery97 კახური#8, 2020 - Best of Show Georgia white, ოქრო
თელიანი ველი, Winery97 ხიხვი, 2020 - ოქრო
გლეხური ქისი ქვევრი 2020 - ოქრო
გლეხური ხიხვი ქვევრი 2020 - ოქრო
მთავრული, საფერავი, 2020 - ოქრო
გლეხური, კრახუნა ქვევრი 2020 (ლიმიტირებული გამოშვება) - ვერცხლი
MUNDUS VINI-ს მიერ მინიჭებული ჯილდო ხარისხისა და სანდოობის გარანტია.
ბმული: www.mundusvini.com
თელიანი ველმა ნიუ-იორკში გამართულ ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენა "Vinexpo New York"-ზე მიიღო მონაწილეობა! ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, გამოფენაზე ქართული ღვინის მწარმოებელი 12 კომპანია იყო წარმოდგენილი. გამოფენის ფარგლებში, ღვინის პროფესიონალების, ღვინის ბიზნესისა და მედიის წარმომადგენლებისთვის ქართული ღვინის დეგუსტაცია გამართა.
See More
1-იდან 3 ივნისამდე საგამოფენო ცენტრ “ექსპო ჯორჯიას” მე-11 პავილიონმა ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების პირველ საერთაშორისო გამოფენას Win Expo Georgia 07-ს უმასპინძლა. გამოფენის ცენტრალური ადგილი კომპანია “თელიანი ველის” სტენდს ეკავა. თავისი პროდუქცია კომპანია “თელიანი ველმა” დამთვალიერებელს მეტად ეფექტურად და ორიგინალურად წარმოუდგინა: _ “თელიანი ველის” 22 სახეობის ღვინოს, 7 სახეობის კონიაკს, ჭაჭასა და შამპანიურს დამთვალიერებელი მეტად საინტერესო ინტერიერში - ძველი, მე-19 საუკუნის
See More
8 ოქტომბერს BBC-ის Guardian-ისა და Time-ის ჟურნალისტები "თელიანი ველი" - თელავის ქარხანას და სიღნაღში "თელიანი ველი"- მარანს ესტუმრნენ. ბრიტანელი ჟურნალისტები და ტურ ოპერატორები საქართველოში ბრიტანულ-ქართული სავაჭრო პალატის, ავიაკომპანია ბრიტანეთის ავიახაზებისა და “კავკაზუს თრეველი”-ს ერთობლივი მოწვევით იმყოფებოდნენ. უცხოელმა ჟურნალისტებმა ჩვენი ქვეყნის შესახებ საინტერესო სტატიები და სიუჟეტები მოამზადეს.
See More
„თელიანი ველის“ ღვინოები ღვინის და სპირტიანი სასმლის საერთაშორისო კონკურსიდან ვერცხლისა და ბრინჯაოს ჯილდოებით დაბრუნდნენ . 2013 წლის მოსავლის ცოლიკოურმა და 2010 წლის მოსავლის მუკუზანმა ვერცხლის მედალი აიღო , ხოლო ბრინჯაოს მედლით დაჯილდოვდნენ: 2013წლის მოსავლის ქისი-მწვანე, 2013წლის მოსავლის ქისისხევის საფერავი, 2012 წლის მოსავლის კინძმარაული და 2012 წლის წინანდალი. კონკურსი IWSC 1969 წელს დაარსდა და ის, მსოფლიოს მასშტაბით, ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კონკურსია. IWSC -ის ჯილდოები ღვინის და ალ
See More