ქართული ღვინის საიდუმლო მის უბრალოებასა და დიდებულებაშია, ვაზი ოდითგანვე ქართველი კაცის შთაგონებაა.ზუსტად
არავინ იცის როდის დაიწყო კაცმა მისი მოშინაურება , მისი სიყვარული . . .
თუმცა, ერთი რამ ცხადია, ვაზი ქართველი კაცის ხელს მოყვა, მასთან ერთად გაიხარა, გაიზარდა და გაივსო,
საუკუნეების განმავლობაში ამ ხელით დამშვენდა, დაბრძენდა და დადინჯდა. ქართველი მეღვინე დღესაც ჭეშმარიტების
ძიებაშია.
Are you 21 or older?
საიტი მზადების პროცესშია
5-7 ივნისს საგამოფენო ცენტრ “ექსპო-ჯორჯიის” მე-11 პავილიონში, ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-2 საერთაშორისო გამოფენა იმართება. სამი დღის განმავლობაში “ექსპო-ჯორჯია”-ში “თელიანი ველის” 15-მდე დასახელების ღვინო იქნება წარმოდგენილი. გამოფენის ფარგლებში ასევე იგეგმება “თელიანი ველი”-ს ღვინოების დეგუსტაცია. დეგუსტაციაში საუკეთესოდ შეფასებული ღვინოები დაჯილდოვდებიან მედლებითა და დიპლომებით. გამოფენის მიზანია ქართული ღვინის პოპულარიზაცია და პარტნიორებთან ახალი ურთიერთობების დამყარება. ”ექსპო-ჯორჯია”-ში ქართულ ღვინოებთან ერთად წარმოდგენილი იქნება მოლდოვური, უკრაინული, აზერბაიჯანული და სომხური წარმოების ღვინოებიც. გამოფენის პარალელურად 7 ივნისს ჩატარდება სომელიეთა სემინარი რომელსაც გაუძღვება სომელიე და ღვინის კონსულტანტი გერმანიიდან - ნიკოლ ვაკულიკი. “ექსპო-ჯორჯიაში” სამი დღის განმავლობაში 52 საგამოფენო სტენდზე 80-ზე მეტი სხვადასხვა ორგანიზაცია წარმოადგენს თავის პროდუქციას.
"თელიანი ველის" კიდევ ერთი წარმატება საერთაშორისო კონკურსზე - ამჯერად ჩინეთში! ღვინის საერთაშორისო კონკურს "International Wine Challenge China 2019" -ზე წარმოდგენილმა "თელიანი ველის" ღვინოებმა ვერცხლის მედლები მოიპოვა და დადებითი რეკომენდაციებიც მიიღო! • თელიანი ველი, საფერავი 2018 - ვერცხლი• საფერავი როზე 2018 - ვერცხლი• წინანდალი, 2017 - ვერცხლი ➦ "International Wine Challenge China" ერთ-ერთი გამორჩეული საერთაშორისო კონკურსია, რომელშიც მონაწილეობენ როგორც ჩინელი მწარმოებლები
See More
Outside Go ჟურნალისტებს კახეთში "თელიანი ველი" მასპინძლობდა. ჟურნალისტი ბილ ტომასი და მისი ფოტო-რეპორტიორი სილვია ქართველ მეგობრებთან ერთად ჯერ "თელიანი ველი"-ს ქარხანას ესტუმრნენ შემდეგ კი წინანდლის სახლმუზეუმს, ფოტო სესია "თელიანი ველი"-ს ვენახშიც შედგა. სტუმრებმა ღამე კახეთში, ქარხანაში არსებულ სასტუმროში "Teliani Guest House" -ში გაატარეს, გამთენიისას, კი თუშეთში სათევზაოდ ვერტმფრენით გაფრინდნენ.
See More
გამოფენის ფარგლებში 6 ივნისს, ჩატარდა პირველი საერთაშორისო დეგუსტაცია უცხოური და ადგილობრივი ექსპერტების მონაწილეობით, დეგუსტაციაზე შეფასებული იქნა როგორც ქართული ასევე მოლდოვური, უკრაინული, აზერბაიჯანული და სომხური წარმოების ღვინოები. დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იყო 33 კომპანიის წითელი მშრალი და თეთრი მშრალი ღვინოები. დეგუსტაციის შედეგად საზეიმო სადილზე საუკეთესოდ შეფასებული ღვინოები დაჯილდოვდენენ მედლებითა და დიპლომებით. თელიანი ველის ღვინოებმა ორივე ნომინაციაში გაიმარჯვა. წითელმა
See More
ამერიკის ეროვნული სტანდარტების ინსტიტუტმა (ANSI) ადგილობრივ ლაბორატორიას - „მულტიტესტს", სადაც თელიანი ველის პროდუქცია გადის ტესტირებას, ოფიციალურად მიანიჭა საერთაშორისო აკრედიტაცია. რის საფუძველზეც ლაბორატორია უფლებამოსილია შეამოწმოს სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია და გასცეს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სერთიფიკატი. საერთაშორისოდ აღიარებული ლაბორატორიული ტესტირება საკვები პროდუქციის ხარისხის დადასტურების მექანიზმია, რაც ქართველი ექსპორტიორებისთვის ხელმისაწვდომს ხდის საერთაშორისო, მსხვილ
See More