ქართული ღვინის საიდუმლო მის უბრალოებასა და დიდებულებაშია, ვაზი ოდითგანვე ქართველი კაცის შთაგონებაა.ზუსტად
არავინ იცის როდის დაიწყო კაცმა მისი მოშინაურება , მისი სიყვარული . . .
თუმცა, ერთი რამ ცხადია, ვაზი ქართველი კაცის ხელს მოყვა, მასთან ერთად გაიხარა, გაიზარდა და გაივსო,
საუკუნეების განმავლობაში ამ ხელით დამშვენდა, დაბრძენდა და დადინჯდა. ქართველი მეღვინე დღესაც ჭეშმარიტების
ძიებაშია.
Are you 21 or older?
საიტი მზადების პროცესშია
ღვინო დღეიდან მომხმარებლებს შეეძლებათ აირჩიონ ქართული საერთაშორისო ჯილდოებისა და აღიარებების მიხედვით. “თელიანი ველის” წითელი მშრალი ღვინო “თელიანი” სპეციალური ნიშნით გაიყიდება. მასზე ასახული იქნება ვერცხლის მედალი და ასევე მინიშნებული იქნება რომ ეს არის მონდიალის საერთაშორისო ღვინის კონკურსში გამარჯვებული. პრესტიჟული კონკურსი “Concours Mondial de Bruxelles” წელს ბრიუსელში გაიმართა. მასზე წარმოდგენილი იყო 6000 ტიპის ღვინო 40 –ზე მეტი ქვეყნიდან. კომპანია “თელიანი ველის” “მუკუზანს” და “თელს” ბორდოში გამართულ კონკურსზე უკვე აქვს მიღებული ვერცხლის მედლები. აქედან გამომდინარე კომპანიას შეუძლია რომ დასახელებული ღვინოები შესაბამისი აღნიშვნით გაყიდოს.
27.04.08-3.05.08 - საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირისა და კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მოწვევევით, თბილისში რამდენიმე დღით ლეგენდარული ფილმების ავტორი, რეჟისორი ელდარ რიაზანოვი ჩამოვიდა. ჟურნალისტებთან შეხვედრისას ცნობილმა რეჟისორმა საქართველოს სიყვარულზე, საკუთარ შემოქმედებასა და ცხოვრებაზე გულახდილად ისაუბრა. ელდარ რიაზანოვმა მცხეთა მოინახულა, 30 წლიანი პაუზის შემდეგ რუსთაველის გამზირზე გაისეირნა და ქართული, “თელიანი ველი”- ს ღვინო დააგემოვნა. გენიალური რეჟისორის შემოქმ
See More
18 ივლისს თელავში, ს.ს ‘’თელიანი ველი”-ს ქარხანას ესპანელი ჟურნალისტები ესტუმრნენ. გადამღები ჯგუფი საქართველოს შესახებ დოკუმენტურ ფილმს, ესპანეთის სახელმწიფო ტელეარხისთვის ამზადებენ. უცხოელ ჟურნალისტებს გადაღებები დაგეგმილი აქვთ როგორც ქარხანაში, ასევე თელავში მცხოვრებ რამდენიმე ოჯახში, რათა სახლის პირობებში ღვინის მომზადების წესიც ასახონ დოკუმენტურ ფილმში.
See More
თბილისობის ფარგლებში ჰაერნაოსნობის მესამე ჩემპიონატმა აიღო სტარტი. ტურნირში მონაწილე 4 შერეული ეკიპაჟი რიყიდან აფრინდა. შეჯიბრში საქართველოში სპეციალურად ჩამოსულმა უცხოელმა სპორტსმენებმა მიიღეს მონაწილეობა. ჩემპიონატის საზეიმო დახურვა და დაჯილდოვების ცერემონია “შარდენი 12”-ში შედგა. ყველა მონაწილეს სს “თელიანი ველი”-ს ღვინო და სიგელები გადაეცა. როგორც თავად მონაწილეები ამბობდნენ ქართულ ღვინოზე უკეთეს საჩუქრად ვერაფერს ინატრებდნენ, ასე რომ ჩემპიონატზე ბრძოლა “თელიანი ველი”-ს საფერავის
See More
2009 წლის ბოლოს კომპანიამ “თელიანი ველი” ახალი ღვინო ქარვისფერი “სამშვენისი” გამოუშვა. ეს არის ამ წელიწადში ბოლო სიახლე, ერთგვარი საახალწლო საჩუქარი რომელსაც “თელიანი ველი” თავის მეგობრებს, ერთგულ მომხმარებლებს და ხარისხიანი ღვინის გემოვნებიან მოყვარულებს სთავაზობს! ძველ ქართულში “ სამშვენისი” სამკაულს ნიშნავს. ეს არის სუფრის ქარვისფერი ღვინო, რომელიც დამზადებულია ახმეტის რაიონში მოწეული მწვანის, რქაწითელისა და ქართლში - ჩინურის ჯიშის ყურძნისაგან.
See More