Loader Image Loader Image

„International Wine Challenge 2020“ -ზე მოპოვებული მედლები და უმაღლესი ჯილდო - ოქროს თასი

post-image

საერთაშორისო კონკურსზე „International Wine Challenge 2020“ წარმოდგენილმა „თელიანი ველის“ ღვინოებმა უმაღლესი შეფასება დაიმსახურა და ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა.

კონკურსის კულმინაციაა ჩემპიონი ღვინოებისა და წლის საუკეთესო მეღვინეების გამოცხადება, რომლებსაც კონკურსის ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდო-ოქროს თასი გადაეცემათ. აღსანიშნავია, რომ ოქროს თასის მფლობელები ყოველწლიურად მხოლოდ საუკეთესოთა შორის საუკეთესოები ხდებიან.  „International Wine Challenge 2020“-ზე მსოფლიოს 55 ქვეყნიდან 11 000 ღვინო იღებდა მონაწილეობას. უკვე მესამე წელია, გლეხური ქისი ქვევრი კონკურს „International Wine Challenge“-ის რჩეულია და ოქროს თასი (Gold Trophy) გადაეცემა.  

გლეხური, ქისი ქვევრი 2018 - ოქროს თასი

თელიანი ველი, Winery97, საფერავი  2019 - ვერცხლი

თელიანი ველი, Winery97, გაუფილტრავი საფერავი 2019 - ვერცხლი

თელიანი ველი, წინანდალი 2019 - ვერცხლი

გლეხური, კისისხევი საფერავი 2018- ბრინჯაო

მთავრული, ქინძმარაული 2019 - ბრინჯაო

მთავრული, საფერავი 2019 - ბრინჯაო

 „International Wine Challenge“  მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გავლენიანი კონკურსია, რომელიც 38 წელია უკვე არსებობს და ყოველწლიურად ლონდონში ტარდება.  გამარჯვებულ ღვინოებს მსოფლიო ღვინის ექსპერტები ფარული დეგუსტაციით ავლენენ და ოქროს თასით, ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლებით აჯილდოვებენ. კონკურსის მიზანია მსოფლიოს მასშტაბით საუკეთესო ღვინოების გამოვლენა.  The IWC-ის მინიჭებული მედლები ხარისხის სანდოობის უმაღლესი გარანტია.

 ბმული: http://www.internationalwinechallenge.com  

Teliani Valley has been awarded a Best in Show medal in the Decanter World Wine Awards 2020

სიახლეები

left right
post-image

თელიანი ველის კიდევ ერთი წარმატება ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო კონკურსზე

arrow
post-image

კომპანიამ “თელიანი ველი“ „OPIC“-საგან 2 მილიონი დოლარის ოდენობით დაფინანსება მიიღო.

arrow
post-image

„თელიანი ველის“ ახალი პროდუქტი - „გლეხურის“ სერიის პრეზენტაცია.

arrow
post-image

„თელიანი ველის“ ჯილდოები ღვინის მსოფლიო საერთაშორისო გამოფენაზე - დეკანტერი!

arrow
post-image

„თელიანი ველი“ ღვინის და სპირტიანი სასმლის საერთაშორისო კონკურსიდან განსაკუთრებული ვერცხლის და ბრინჯაოს მედლებით დაბრუნდა.

arrow
post-image

„ თელიანი ველის“ წინანდალმა Wine Spectator - ისგან, ქართულ ღვინოებს შორის, უმაღლესი 88 ქულა დაიმსახურა!

arrow
post-image

"თელიანი ველის" ღვინოებმა კონკურსზე International Wine Challenge (IWC) 2014 -ზე ვერცხლის მედლები დაიმსახურა.

arrow
post-image

„თელიანი ველი“ 2014 წლის ღვინის და სპირტიანი სასმლის საერთაშორისო კონკურსიდან ორი ვერცხლითა და ოთხი ბრინჯაოს მედლით დაბრუნდა .

arrow
post-image

„თელიანი ველი“ ღვინის საერთაშორისო დაჯილდოებაზე - Decanter 2014

arrow