ქართული ღვინის საიდუმლო მის უბრალოებასა და დიდებულებაშია, ვაზი ოდითგანვე ქართველი კაცის შთაგონებაა.ზუსტად
არავინ იცის როდის დაიწყო კაცმა მისი მოშინაურება , მისი სიყვარული . . .
თუმცა, ერთი რამ ცხადია, ვაზი ქართველი კაცის ხელს მოყვა, მასთან ერთად გაიხარა, გაიზარდა და გაივსო,
საუკუნეების განმავლობაში ამ ხელით დამშვენდა, დაბრძენდა და დადინჯდა. ქართველი მეღვინე დღესაც ჭეშმარიტების
ძიებაშია.
Are you 21 or older?
საიტი მზადების პროცესშია
საქართველო-რუსეთის 2008 წლის ომის შესახებ რეჟისორმა ზაზა კოლელიშვილმა ფილმი გადაიღო. ”ომი და ქორწილი” რეალურ ფაქტებზეა აგებული. პრემიერა რუსთაველის თეატრში შედგა. ფოიეში მისულ სტუმრებს მასპინძლობა კომპანია “თელიანი ველმა” გაუწია. ფილმის გადაღებები თითქმის ერთი წელი კონფლიქტის ზონაში მიმდინარეობდა.
ღვინო დღეიდან მომხმარებლებს შეეძლებათ აირჩიონ ქართული საერთაშორისო ჯილდოებისა და აღიარებების მიხედვით. “თელიანი ველის” წითელი მშრალი ღვინო “თელიანი” სპეციალური ნიშნით გაიყიდება. მასზე ასახული იქნება ვერცხლის მედალი და ასევე მინიშნებული იქნება რომ ეს არის მონდიალის საერთაშორისო ღვინის კონკურსში გამარჯვებული. პრესტიჟული კონკურსი “Concours Mondial de Bruxelles” წელს ბრიუსელში გაიმართა. მასზე წარმოდგენილი იყო 6000 ტიპის ღვინო 40 –ზე მეტი ქვეყნიდან. კომპანია “თელიანი ველის” “მუკუ
See More
13 ივლისს რესტორანში “თუ საიდი”, ლიტერატურული კონკურსი «PEN მარათონი »-ს დასკვნითი ღონისძიება შედგება. საღამოს 9 საათზე ოფიციალურ ცერემონიაზე გამოვლინდება 24 მონაწილეს შორის გამარჯევაბული. “PEN მარათონი” წელს მეხუთედ ჩატარდა და მასში 24 მწერალი იღებდა მონაწილეობას. 28-29 ივნისს “PEN მარათონი” წინანდალში, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლმუზეუმში შედგა. მწერლებს თემაზე: “ზღაპარი” სამუშაოდ 30 საათი დაეთმოთ. შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენაში მათ “თელიანი ველი”-ს ღვინოც დაეხმარათ. მონაწილეებსა და სტუმრებს
See More
8 ოქტომბერს BBC-ის Guardian-ისა და Time-ის ჟურნალისტები "თელიანი ველი" - თელავის ქარხანას და სიღნაღში "თელიანი ველი"- მარანს ესტუმრნენ. ბრიტანელი ჟურნალისტები და ტურ ოპერატორები საქართველოში ბრიტანულ-ქართული სავაჭრო პალატის, ავიაკომპანია ბრიტანეთის ავიახაზებისა და “კავკაზუს თრეველი”-ს ერთობლივი მოწვევით იმყოფებოდნენ. უცხოელმა ჟურნალისტებმა ჩვენი ქვეყნის შესახებ საინტერესო სტატიები და სიუჟეტები მოამზადეს.
See More
2013 წლის Wine Spectator -ის ბრმა დეგუსტაციაზე, ქართული ღვინოებიდან, ყველაზე მაღალი შეფასება, 88 ქულა, „თელიანი ველის“ წინანდალმა დაიმსახურა. ასეთი მაღალი ქულით, ქართულ ღვინოებს შორის, მხოლოდ 2 ღვინო შეფასდა. პირველი 88 ქულა 2010 წელს „ თელიანი ველის“ მუკუზანს მიენიჭა. ასევე მაღალი ქულები მიენიჭათ : „თელიანი ველის“ ცოლიკოურს - 87ქულა, საფერავს- 86 ქულა, გაუფილტრავ საფერავს - 85 ქულა და კაბერნე საფერავს - 83 ქულა. „Wine Spectator“ თავის სფეროში ლიდერი გამოცემაა, მისი რედაქტორები ყოველწლ
See More