ქართული ღვინის საიდუმლო მის უბრალოებასა და დიდებულებაშია, ვაზი ოდითგანვე ქართველი კაცის შთაგონებაა.ზუსტად
არავინ იცის როდის დაიწყო კაცმა მისი მოშინაურება , მისი სიყვარული . . .
თუმცა, ერთი რამ ცხადია, ვაზი ქართველი კაცის ხელს მოყვა, მასთან ერთად გაიხარა, გაიზარდა და გაივსო,
საუკუნეების განმავლობაში ამ ხელით დამშვენდა, დაბრძენდა და დადინჯდა. ქართველი მეღვინე დღესაც ჭეშმარიტების
ძიებაშია.
Are you 21 or older?
საიტი მზადების პროცესშია
“თელიანი ველმა “ ახალი 2010 წელი ორიგინალურად აღნიშნა. კომპანიის თანამშრომლებმა ახალი წელი საკარნავალო კოსტუმებით რესტორან “თუ საიდში” იზეიმეს. კომპანიის კორპორატიულ ღონისძიებას თელავის ქარხნის თანამშრომლები და აჭარის დისტრიბუციის დეპარტამენტიც ესწრებოდა. კარნავალზე 2009 წლის გამორჩეულ თანამშრომლებს სპეციალური სიგელები გადაეცათ.
საერთაშორისო კონკურსზე "International Wine Challenge 2020" წარმოდგენილმა "თელიანი ველის" ღვინოებმა უმაღლესი შეფასება დაიმსახურა და ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა. კონკურსის კულმინაციაა ჩემპიონი ღვინოებისა და წლის საუკეთესო მეღვინეების გამოცხადება, რომლებსაც კონკურსის ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდო-ოქროს თასი გადაეცემათ. აღსანიშნავია, რომ ოქროს თასის მფლობელები ყოველწლიურად მხოლოდ საუკეთესოთა შორის საუკეთესოები ხდებიან. "International Wine Challenge 2020"-ზე მსოფლიოს 55 ქვეყნიდან 11 0
See More
საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტსა და სააქციო საზოგადოება ,,თელიანი ველის, " ასევე მის ჯგუფში შემავალი კომპანიების - შპს ,,გლობალ ბიერ ჯორჯიას " და შპს ,,თელიანი თრეიდინგს" შორის საპარტნიორო ხელშეკრულება გაფორმდა.ხელშეკრულებას ხელი მოაწერა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა და ,,თელიანი ველის '' გენერალურმა დირექტორმა შოთა ხობელიამ.საპარტნიორო ხელშეკრულება მიზნად ისახავს ოლიმპიური კომიტეტის სხვადასხვა პროექტების მხარდაჭერასა და ოლიმპიურ ღონისძიებებში თანამონა
See More
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა კომპანია “თელიანი ველთან” სტრატეგიული თანამშორმლობის ხელშეკრულება გააფორმა. იბიარდი “თელიანი ველში“ ინვესტიციას განახორციელებს, რომელიც ხელს შეუწყობს კომპანიის ზრდას, გაყიდვების გაზრდას და პრემიუმ სეგმენტის ღვინის განვითარებას. ასევე ინვესტიციის ნაწილი მოხმარება თელავში ქარხნის გარემონტებას და საჭირო დანადგარების განახლებას.
See More
13 ივლისს რესტორანში “თუ საიდი”, ლიტერატურული კონკურსი «PEN მარათონი »-ს დასკვნითი ღონისძიება შედგება. საღამოს 9 საათზე ოფიციალურ ცერემონიაზე გამოვლინდება 24 მონაწილეს შორის გამარჯევაბული. “PEN მარათონი” წელს მეხუთედ ჩატარდა და მასში 24 მწერალი იღებდა მონაწილეობას. 28-29 ივნისს “PEN მარათონი” წინანდალში, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლმუზეუმში შედგა. მწერლებს თემაზე: “ზღაპარი” სამუშაოდ 30 საათი დაეთმოთ. შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენაში მათ “თელიანი ველი”-ს ღვინოც დაეხმარათ. მონაწილეებსა და სტუმრებს
See More